როდის და ვის მიერ ხდება უცხოელთა საქართველოდან გაძევება?
გადაწყვეტილებას საქართველოდან უცხოელთა გაძევების თაობაზე იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და ასევე სასამართლო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან სასამართლოს გადაწყვეტილება იძულებით აღსასრულებლად წარედგინება აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
ნებისმიერი სახელმიწფო დაწესებულება ვალდებულია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს საქართველოდან უცხოელის გაძევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
საქართველოდან გაძევების აღსრულების კონროლს ახორციელებს იუსტიციის სამინისტრო.
საქართველოდან გაძევებულ უცხოელს 3 წლის განმავლობაში არ მიეცემა საქართველოს ვიზა და ცხოვრების ნებართვა.