აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა უკრაინის კერძო აღმასრულებელთა ასოციაციის წევრებს საქართველოს სააღსრულებო სისტემა, ელექტრონული სერვისები და ბიუროს სტრუქტურული მოწყობა გააცნეს.
ქართველ და უკრაინელ კოლეგებს შორის სამუშაო შეხვედრა ონლაინ პლატფორმის საშუალებით გაიმართა. შეხვედრაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს და კერძო აღმასრულებლების ფუნქცია მოვალეობები განიხილეს. ბიუროს წარმომადგენლებმა კოლეგებს შერეული მოდელით საქმიანობის გამოცდილება და დაგეგმილი რეფორმები გააცნეს. უკრაინული მხარის განსაკუთრებით დაინტერესა გამოიწვია აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის როლმა და ფუნქციებმა სააღსრულებო წარმოებაში.
შეხვედრა უკრაინის კერძო აღმასრულებელთა ასოციაციის თხოვნით გაიმართა და მას უკრაინის მხრიდან ასოციაციის ხელმძღვანელი ვიტალი ჩეპურნი და კერძო აღმასრულებლები, ხოლო ქართული მხრიდან აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ელოშვილი, თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილე რუნარ გუსეინოვი და აღმასრულებლები ესწრებოდნენ.