აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო და კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდება პრაქტიკული სასწავლო კურსი მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით.
შეთანხმების საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო იღებს ვალდებულებას, სასწავლო პროგრამის ფარგლები ჩაატაროს ლექცია-სემინარები აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. უზრუნველყოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის და ბაკალავრის სტუდენტებისათვის სათანადო პრაქტიკული უნარების განვითარება და მათი ბიუროს მუშაობაში მაქსიმალური ჩართვა;
მემორანდუმს ხელი დღეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი მათიაშვილმა მოაწერეს. სტუმრებისთის გაიმართა პრეზენტაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და მისი სერვისების შესახებ.