აღსრულების ეროვნული ბიურო 2022 წლის 3 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს.
2022 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 2488 ერთეული შემთხვევა შეადგინა
საანგარიშო პერიოდში უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მორიგებით დასრულდა 64 შემთხვევა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა;
ამავე პერიოდში, მორიგების შედეგად გამოცხადებული აუქციონი შეწყდა 140 შემთხვევაში და არ მოხდა ქონების რეალიზაცია;
2022 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებული ჯარიმის განწილვადება გაუკეთდა 1653 მოქალაქეს;
2022 წლის მარტის ბოლოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარმოებაში არსებული 8808 ერთეული ალიმენტიდან - დარეგულირებულია 3260 საქმე.
მხარეების მორიგების მიზნით, სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები და სოციალური მუშაკები აქტიურად არიან ჩართული.
მათი უმთავრესი მიზანია, საქმისწარმოების პროცესში შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოახდინონ მხარეთა შეხვედრებისა და მორიგების ორგანიზება, კონსულტაცია, თანამშრომლობა და შუამდგომლობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან სერვისების მიღების მიზნით.