ფინანსური ინსტიტუტების რეგიონული წარმომადგენლებისთვის აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიმდინარე რეფორმების გაცნობა დღეს აჭარასა და გურიაში გაგრძელდა. საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა სააღსრულებო პროგრამის, გამარტივებული საქმისწარმოების, არქივის და სხვა სახის სერვისების გაციფრულების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზანია, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მიმდინარე რეფორმებში კერძო სექტორის მაქსიმალური ჩართვა და მათი მოსაზრებების გათვალისწინება.
საბანკო სექტორის აჭარისა და გურიის რეგიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ერეკლე ღვინიანიძემ ტერიტორიული ბიუროების თანამშრომლებთან ერთად ბათუმში გამართა.