აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დღეიდან ციფრული არქივი სრულად აამოქმედა. თანამედროვე ელექტრონული არქივის შექმნისთვის სააღსრულებო წარმოებისა და სხვა სახის 350 ათასამდე საქმის ინფორმაცია გაციფრულდა.
ციფრული არქივის პროგრამა და გაციფრულების პროცესი იუსტიციის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ერეკლე ღვინიანიძემ გააცნო.