დედოფლისწყაროს რაიონის სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდებს, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრებსა და ბენეფიციარებს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წამომადგენლებს ფინანსური რისკებისა და ვალდებულების შეუსრულებელობის თანმდევი ნეგატიური შედეგების შესახებ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს უფროსი, ხათუნა გაზდელიანი ესაუბრა.
დისკუსია შეეხო შემოსავლებისა და ფინანსური სიძნელეების სწორ მართვას, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციებსა და საქმიანობის სპეციფიკას.