აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ ფონდი ,,მომავლის გზა" - ბენეფიციარ ბავშვებს ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
ერეკლე ღვინიანიძემ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების სახელით, სოციალურად დაუცველ და მზრუნველობამოკლებულ 70 ბავშვს ტკბილეულობა, წიგნები და სხვადასხვა საჩუქრები მიუტანა.
საქველმოქმედო აქტივობებში ჩაერთვნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული სააღსრულებო ბიუროებიც. ქვეყნის მასშტაბით რვა რეგიონულმა ბიურომ საკუთარი სახსრებით სოციალურად დაუცველ, მარტოხელა და მრავალშვილიან ათეულობით ოჯახს საახალწლო საჩუქრები, სურსათი და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა.
აღსრულების ეროვნული ბიურო, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია, ყოველწლიურად მონაწილეობს სხვადასხვა სადღესასწაულო საქველმოქმედო ღონისძიებებში.