სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო წარმოების პროგრამაში ელექტრონულად დარეგისტრირდება. ორ უწყებას შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერა.
აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელების მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით, სურსათის ეროვნული სააგენტო სააღსრულებო საქმისწარმოების პროგრამაში ავტორიზებული პირი გახდა. სააგენტოს ეძლევა საშუალება, სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევა ელექტრონული წესით განახორციელოს.
ელექტრონული სერვისების განვითარება აღსრულების ეროვნული ბიუროს პრიორიტეტია, რაც სააღსრულებო წარმოების ეფექტური განხორციელების საშუალებას იძლევა. უახლოეს პერიოდში ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამაში კიდევ ექვსი უწყების ავტორიზაციაა დაგეგმილი.