გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის თაობაზე განცხადებები მიიღება 2021 წლის 16 აგვისტოდან 2021 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@nbe.gov.ge
გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის მაძიებელმა პირმა უნდა წარმოადგინოს განცხადება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
განცხადებას უნდა ერთვოდეს:
გასაუბრების ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის, ასევე თუ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს შესაბამისი ინფორმაცია გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის მაძიებელ პირს ეცნობება მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, გაეცნოთ „გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის, 2021 წლის 30 მარტის, N696 ბრძანებას.
საკონტაქტო პირი :
მადონა ურდულაშვილი, murdulashvili@nbe.gov.ge, ტელ: 599 51 56 50
დანართი ფაილები:
1. განცხადების ფორმა
2. რეკვიზიტი