აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შორის, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
ბიუროს თავმჯდომარემ კერძო ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აღსრულების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებები გააცნო. მათ შორის, აღსრულების ახალი კოდექსით გათვალისწინებული, სააღსრულებო მოდელისა და სისტემის რეფორმირება. ასევე საუბარი შეეხო მიმდინარე პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს.
ერეკლე ღვინიანიძის თქმით, როგორც მოქმედი მოდელის ფარგლებში, ასევე, რეფორმის შემდეგ, ბიუროს მიზანია, მეტად დახვეწოს ელექტრონული სერვისები ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა თანამშრომლობა უფრო ეფექტური და შედეგიანი გახდეს.
შეხვედრაზე საუბარი გამარტივებულ საქმისწარმოებასაც შეეხო. თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარეობს გამარტივებული საქმისწარმოების სერვისის დახვეწა და გაფართოება, რაც უახლოეს, მომავალში შესაძლებელს, გახდის საქმისწარმოების პროცესი სრულად ელექტრონულ ფორმატში იყოს წარმოდგენილი. მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ და გააღრმავონ ურთიერთთანამშრომლობა.