აღსრულების ეროვნული ბიურო 2021 წლის 6 თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს.
2021 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებამ 171 345 სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს. მათ შორის:
შემოვიდა და კონსულტაცია გაეწია 158 314 მოქალაქის სატელეფონო ზარს, რაც რამდენიმე ათასი ერთეულით მეტია გასულ წელთან შედარებით;
პასუხი გაეცა ელექტრონული ფოსტით მიღებულ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან 13 031 შეკითხვას;
სოციალური ქსელით კონსულტაცია გაეწია 1627 მოქალაქეს;
ონლაინ კონსულტაცია გაეწია 396 მოქალაქეს.
აღსრულების ეროვნული ბიურო მზად არის, სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს სააღსრულებო წარმოების ნებისმიერ მხარეს, დაიცვას მათი ინტერესები და უფლებები.