აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე კერძო აღმასრულებლებს შეხვდა.
ერეკლე ღვინიანიძის განცხადებით, ,,აღსრულების ახალი კოდექსის ამოქმედებამდე, მნიშვნელოვანია, განხორციელდეს კერძო აღმასრულებლების სრული ინტეგრაცია დღეს მოქმედ სააღსრულებო სისტემასა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ელექტრონულ პროგრამებში";
აღსრულების ეროვნული ბიურო კერძო აღმასრულებლებს ყველა იმ ელექტრონულ პროგრამასა და სისტემაში ადაპტირების საშუალებას მისცემს, რომელსაც აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლები იყენებენ;
აღსრულების ეროვნული ბიუროს ელექტრონულ სერვისებსა და პროგრამაში სრულყოფილი ინტეგრაცია კერძო აღმასრულებლებს მისცემს საშუალებას, სააღსრულებო პროცესი უფრო მარტივად, ეფექტურად და ნაკლები დანახარჯით განახორციელონ;
შეხვედრაზე იმსჯელეს თანამშრომლობის ახალ ეტაპსა და სამომავლო გეგმებზე;
საქართველოს მასშტაბით, 40-მდე კერძო აღმასრულებელი მოქმედებს.