აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, ერეკლე ღვინიანიძემ, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ქართულ სააღსრულებო სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებსა და მიმდინარე საკითხებზე ისაუბრა.
აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა, მარკ შმიტსმა, ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა აღმასრულებელთა საერთაშორისო დღის აქტიური აღნიშვნისა და პროფესიის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.
კონფერენცია წინ უძღოდა დუბაის საერთაშორისო კონგრესს, რომელიც 2021 წლის 22-25 ნოემბერს არის დაგეგმილი. შეხვედრა ონლაინ პლატფორმის გამოყენებით გაიმართა. კონფერენციაზე კავშირის წლიური ანგარიში წარადგინეს და ორგანიზაციის საქმიანობის თითქმის ყველა ძირითადი მიმართულება განიხილეს.