აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული სააღსრულებო ბიუროების თანამშრომლებს ტრენინგები უტარდებათ.
რეგიონული ბიუროების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, სააღსრულებო წარმოებაში ელექტრონული და პროგრამული უზრუნველყოფის ეფექტურად გამოყენების მიზნით, ტრენინგები მიმდინარეობს;
ამავდროულად, ტრენინგები ტარდება ელექტრონული აუქციონის ჩატარების სამართლებრივ ნიუანსებსა და ქვეყნის მასშტაბით, ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვის კუთხით.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზანია, მოახდინოს ყველა რეგიონულ ბიუროში თანამშრომელთა კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლება და სააღსრულებო წარმოებაში ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვა, რათა სააღსრულებო სისტემა მეტად ეფექტური და გამჭვირვალე იყოს.