აღსრულების ეროვნული ბიურო, საახალწლო უქმეების შემდეგ, მუშაობას 2021 წლის 4 იანვრიდან განაახლებს;
სააღსრულებო სერვისების მიღება მოქალაქეებს ყოველ სამუშაო დღეს, 09 საათიდან 18 საათამდე შეეძლებათ. ბიურო მხოლოდ შობის დღესასწაულზე, 7 იანვარს დაისვენებს.
4 იანვრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების მიღება და განცხადებების რეგისტრაცია კვლავ დისტანციურად, ვებ-პორტალის my.gov.ge ან ელექტრონული ფოსტის info@nbe.gov.ge საშუალებით იქნება შესაძლებელი.
სააღსრულებო წარმოების ფარგლებში დოკუმენტაციის აღსრულების ეროვნულ ბიუროში ფიზიკურად ჩაბარება კვლავ ვებ-პორტალიდან my.gov.ge ვიზიტის დაჯავშნით იქნება შესაძლებელი.
აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, მხოლოდ ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის საშუალებით.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში, იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში სერვისის მისაღებად ვიზიტის დაჯავშნის ინსტრუქცია:
ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს - my.gov.ge;
პორტალზე განთავსებულ კალენდარში უნდა ჩანიშნოთ თარიღი და დრო იუსტიციის სახლის ფილიალში ვიზიტისათვის, რის შემდეგაც მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელსაც წარადგენთ იუსტიციის სახლში ვიზიტისას.
წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში ან აღსრულების ეროვნულ ბიუროში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება;
ვიზიტორს აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე, ნიღბის გარეშე ის შენობაში არ დაიშვება.