აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (uihj) ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა;
2020 წლის შემაჯამებელ კონფერენციას კავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ;
კონფერენციაზე განიხილეს პანდემიის ფარგლებში სააღსრულებო სისტემის წინაშე დამდგარი პრობლემები და გამოწვევები;
ქართულმა მხარემ ისაუბრა 2020 წლის განმავლობაში ელექტრონულ და დისტანციურ სერვისებზე გადასვლისა და მომხმარებლების სააღსრულებო სერვისებით სრულად უზრუნველყოფის შესახებ.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პანდემიის დაწყებისთანავე ინტენსიურად დაიწყო სერვისების გაცემის გაელექტრონულება და დღეის მდგომარეობით, მომხმარებელს ყველა სააღსრულებო სერვისის დისტანციურად მიღების საშუალება აქვს.
კონფერენციაზე მიმდინარე პრობლემებთან ერთად, ისაუბრეს მიმდინარე რეფორმებისა და პროექტების შესახებ. აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციამ გამოთქვა მზადყოფნა, მხარდაჭერა გამოუცხადოს სააღსრულებო სისტემის მაქსიმალურად გამართვისა და მეტად ეფექტურობისთვის წარდგენილ პროექტებს. ასევე, კავშირი მზადაა, წევრი ქვეყნებისთვის ჩაატაროს ონლაინ ტრენინგები და სემინარები პროფესიული გადამზადების კუთხით, რომელშიც საქართველოს სააღსრულებო უწყების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.
აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის მორიგი კონფერენცია 2021 წელს დუბაიში დაიგეგმა.