თავდები მსესხებელთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს ვალდებულების შესრულებაზე;
თავდები პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე;
თუკი დაირღვა სასესხო ხელშეკრულება, სესხის დაფარვის ვალდებულება თანაბრად ეკისრება მსესხებელსაც და თავდებსაც;
იძულებითი აღსრულების ფარგლებშიც, მსესხებელი და თავდები თანაბრად ვალდებულნი არიან მის შესრულებაზე;
მსესხებლისა და თავდების მიმართ თანაბარი იძულებითი სააღსრულებო ღონისძიებები ტარდება. მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია, ქონების მოძიება, ყადაღის დადება და რეალიზაცია ხორციელდება როგორც მსესხებლის, ასევე თავდების მიმართ;