გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა 6 თვის განმავლობაში ათასამდე საქმე მხარეთა მორიგებით დაასრულა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების 2020 წლის 6 თვის ანგარიშს აქვეყნებს:
2020 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შემოვიდა6 437 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ;
6 თვის განმავლობაში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა დაასრულა 8 360 საქმე;
აღნიშნულ პერიოდში დასრულებული საქმეებიდან, ნებაყოფლობით გადახდის10 დღის ვადაში, გადახდა განხორციელდა73 საქმეზე, ხოლო დამტკიცდა მორიგება- 923 შემთხვევაში.
სერვისზე მოთხოვნა იზრდება, რადგან ხშირია გადაწყვეტილებები თანხის განწილვადების შესახებ, ასევე გამარტივებული საქმისწარმოების შედეგად იზრდება მორიგებითა და ნებაყოფლობით გადახდის ვადაში დასრულებული საქმეების რაოდენობა. აპლიკაციების შემოსვლის დინამიკა მუდმივად მზარდია.
გამარტივებული საქმისწარმოება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სასამართლოს გარეშე სწრაფად და ნაკლები დანახარჯით დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც რესპონდენტს(მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია.