აღსრულების ეროვნული ბიურო 2020 წლის 6 თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს.
2020 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებამ 156 426 სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს. მათ შორის:
შემოვიდა და კონსულტაცია გაეწია 135 990 მოქალაქის სატელეფონო ზარს;
პირდაპირი კონსულტაცია გაეწია 8 329 მოქალაქეს;
პასუხი გაეცა ელექტრონული ფოსტით მიღებულ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან 12 107 შეკითხვას, რაც 90 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან;
აღსრულების ეროვნული ბიურო მზად არის, სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს სააღსრულებო წარმოების ნებისმიერ მხარეს, დაიცვას მათი ინტერესები და უფლებები. დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია, დაგვიკავშირდეს:
(032) 2 749 649, მოგვწეროს ელექტრონულ ფოსტაზე