სააღსრულებო სერვისებით სარგებლობა იუსტიციის სახლში შესაძლებელია მხოლოდ ვიზიტის წინასწარი დაჯავშნით:
ეწვიეთ პორტალს my.gov.ge
აირჩიეთ კატეგორია - იუსტიციის სახლში და ნოტარიუსთან ვიზიტის დაჯავშნა;
შეავსეთ საკონტაქტო ინფორმაცია და ვიზიტის დასაგეგმად საჭირო ველები;
მომსახურების ტიპში მიუთითეთ აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებზე განცხადებების მიღება;
ვიზიტის დაჯავშნის დასტურად მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, რომელიც აუცილებლად უნდა შეინახოთ მომსახურების მიღებამდე;
მომსახურების მისაღებად უნდა გამოცხადდეთ ზუსტ დროს და წარადგინოთ მიღებული შეტყობინება;
ვიზიტის ფარგლებში განცხადების წარდგენა დასაშვებია მხოლოდ ერთ სერვისზე;
იუსტიციის სახლში მისულ პირს უნდა ეკეთოს პირბადე;
ფილიალში არ დაიშვებიან ბავშვები და თანმხლები პირები;
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (032) 2 749 649