განათლების ინოვაციური ცენტრის წევრი სტუდენტები აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებსა და სააღსრულებო წარმოების პროცედურებს გაეცნენ. სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ. სემინარების ფარგლებში ისინი გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; აღსრულების ორგანოების სტრუქტურას; სამართლებრივ სტატუსებსა და კომპეტენციას; სააღსრულებო წარმოების მონაწილეებსა და მათ სამართლებრივ მდგომარეობას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; აღსრულების შედეგებს. გაიმართა დისკუსიები და განიხილეს რეალური შემთხვევები.
მომავალმა იურისტებმა მოისმინეს პრეზენტაციები აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების შესახებ, მათ შორის: მოვალეთა რეესტრი, ელექტრონული აღსრულება, ფაქტების კონსტატაცია, გამარტივებული საქმისწარმოება.
პროექტის მიზანია, სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა.
ტრენინგს სააღსრულებო თემატიკაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები: ეკატერინე მარხვაშვილი და ქეთევან მამადაშვილი უძღვებოდნენ.