იმერეთის სააღსრულებო ბიუროს ქუთაისის ოფისმა მოქალაქეთა მომსახურება კვლავ ქუთაისის იუსტიციის სახლში დაიწყო. სააღსრულებო წარმოების მიღება ქუთაისის იუსტიციის სახლში შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ამავდროულად, სააღსრულებო წარმოების დასაწყებად და სხვა სააღსრულებო თუ არა სააღსრულებო სერვისების მიღება შესაძლებელია ქუთაისში, სადგურის მოედანი 2 ა-ში (სერვისების განვითარების სააგენტოს ყოფილ შენობა, მე-2 სართული), სადაც დროებით იუსტიციის სახლისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პერსონალია განთავსებული.
ქუთაისის იუსტიციის სახლში მომსახურების მიღება 16 ოქტომბერს, უხვი ნალექის შედეგად, შენობის დატბორვის გამო, შეუძლებელი გახდა. მომსახურების პროცესი ჯერჯერობით მხოლოდ ნაწილობრივ აღდგა. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 032 2 749 649