აღსრულების ეროვნულმა ბიურომ 20-21 მარტს კახეთში, ქალაქ თელავში გასვლითი შეხვედრა გამართა. შეხვედრას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ჯაბა ებანოიძე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, ბაჩანა შენგელია, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხოდელი, რეგიონალური ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, სანდრო ბარნაბიშვილი და აღსრულების ეროვნული ბიუროსა და მისი რეგიონალური ბიუროების თანამშრომლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის შესახებ საკითხები განიხილებოდა. მონაწილეები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს საკუთარ აზრს უზიარებდნენ და აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის სპეციფიკისა და ამ კუთხით განსახორციელებელი სიახლეების შესახებ მსჯელობდნენ.
შეხვედრა, ძირითადად, ინფორმაციულ ხასიათს ატარებდა და მიზნად, საქართველოს მასშტაბით, საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის დახვეწასა და სრულყოფას ისახავდა, რაც, თავის მხრივ, სააღსრულებო საქმიანობას გააუმჯობესებს და როგორც მომხმარებლის, ასევე აღმასრულებლის საქმიანობას გაამარტივებს.