აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” სააღსრულებო საქმიანობასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ლადო ქარქაშაძე, ამერიკის იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, იუსტიციის სამინისტროს სფეროში შემავალი სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელი პირები, და ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
ახალი პროგრამის მიხედვით, სააღსრულებლო საქმიანობის წარმოება ელექტრონული გახდება. სააღსრულებლო საქმიანობის მსვლელობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას კრედიტორი და მოვალე ელექტრონულად შეძლებენ. ახალ პროგრამაში შესვლა კი შესაძლებელი ავტორიზაციის გავლის შედეგად მოხდება.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო სააღსრულებლო საქმიანობის ელექტრონულად წარმოებაზე მიმდინარე წლის ოქტომბრიდან გადავიდა. მთელი საქართველოს მასშტაბით კი საქმის ელექტრონულად წარმოება 1 იანვრიდან გახდება შესაძლებელი. ახალი პროგრამა როგორც მომხმარებლის, ასევე აღმასრულებლის საქმიანობას გაამარტივებს.