21 აპრილს სასტუმრო “კოპალაში” ჩატარდა აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიმდინარე ევროკომისიის პროგრამის “საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING)” პროექტის სამუშაო გეგმის პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე – ბაჩანა შენგელია, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხოდელი, სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლები, საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინყეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა “საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING)” პროექტის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.
პროექტის სქემა წარმოადგინეს ექსპერტმა - იანა მინაროვიცოვამ და ჯგუფის ხელმძღვანელმა ბერნდ მესერშმიტმა.