შვედეთის სააღსრულებო სისტემის ღრმად შესწავლა და იქ არსებული საინტერესო მოდელების საქართველოში დანერგვა. ამ მიზნით შვედეთის აღსრულების სააგენტოს ხუთდღიანი სასწავლო ვიზიტით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჯაბა ებანოიძე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, ბაჩანა შენგელია, თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ხოდელი, რეგიონალური ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ალექსანდრე ბარნაბიშვილი და თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი, მაკა კოპალიანი სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია შვედეთის აღსრულების სისტემის მუშაობის მეთოდიკას გაეცნო.მეთოდიკის გარდა ქართველმა კოლეგებმა შეისწავლეს შვედეთის აღსრულების სააგენტოს სტრუქტურა, ფუნქციები, უძრავი და მოძრავი აუქციონების ჩარატარების, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების, ცნობიერების ამაღლებისა და პრევენციული კომუნიკაციების შესახებ საკითხები.
გარდა ამისა, ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში, ქართველი და შვედი კოლეგები სამომავლო, ხუთწლიან ურთიერთანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.