საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ამერიკის იურისტთა ასოციაციას შორის პირველი მემორანდუმი გაფორმდა.
„-პარტნიორი ორგანიზაციისგან აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო თანხმობა, რომ ისინი სტაჟიორთა ტესტების გასწორების სპეციალურ პროგრამას გადმოგვცემენ,“ - განაცხადა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ.
მაღარაძის თქმით, აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2009 წლის მარტში, იურისტების, ასევე, იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის კონკურსი დაიწყება და ახალი პროგრამა აღსრულების ეროვნულ ბიუროს კონკურსანტთა ტესტების გასწორებაში დაეხმარება.