პარლამენტში დღეს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებლო დეპარტამენტის ანგარიში მოისმინეს.მოსმენა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მოხდა.ინფორმაცია დეპუტატებს დეპარტამენტში მიმდინარე პროცესებზე სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი ობგაიძემ მიაწოდა.
"1 ოქტომბრიდან სააღსრულებო დეპარტამენტი აღრულების ეროვნულ ბიუროდ გარდაიქმნება და ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გახდება"-განაცხადა ობგაიძემ. მისივე თქმით, ახალი კანონი რომელიც სააღსრულებო დეპარტამენტის სრულყოფის მიზნით იწერება, თითქმის მზად არის და მისი ამოქმედების შედეგად, დეპარტამენტში წლების მანძილზე არსებული ხარვეზები აღმოიფხვრება.