აღსრულების ეროვნულმა ბიურომ იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრთან ერთად აღმასრულებლების ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპი დაასრულა. ტესტირებული გამოცდა ზოგად უნარებში იუსტიციის სასწავლო ცენტრში დღეს, რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. გამოცდაში მონაწილეობა 68 კანდიდატმა მიიღო. გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, მაღალქულიანი კანდიდატები მონაწილეობას გამოცდის მეორე ეტაპში მიიღებენ, რომელიც გასაუბრების ფორმით ჩატარდება. გასაუბრების შედეგად აღმასრულებლობის მსურველი კანდიდატებიდან ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროში - 3, იმერეთის სააღსრულებო ბიუროში - 2, ხოლო აჭარის სააჭსრულებო ბიუროში 1 აღმასრულებელი დასაქმდება.
გარდა ამისა, აღსრულბის ეროვნული ბიურო დღესვე ზოგად უნარებში იუსტიციის სასწავლო ცენტრთან ერთად ჩაატარა ტესტირებული გამოცდა სტაჟიორებისთვის, რომლებიც 6 თვიან ანაზღაურებად (200 ლარი) სტაჟირებას ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის სააღსრულებო ბიუროებში გაივლიან. გამოცდაში მონაწილეობას 51 სტაჟირების მსურველი კანდიდატი მიიღებს, რომელთაგანაც შესარჩევი კონკურსის შედეგად 7 კანდიდატი შეირჩევა.
ამ დროისთვის აღსრულების ეროვნულ ბიუროს საქართველოს მასშტაბით 130 სტაჟიორი ჰყავს. გასულ წელს მიღებული სტაჟიორებდან კი უმრავლესობა აღსრულების ეროვნულ და მის ტერიტორიულ ბიუროებში სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმდა.