საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიუროში 26 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით ვიზიტით იმყოფებიან შვედეთისა და ნიდერლანდების აღსრულების ეროვნული სააგენტოების მიერ შემდგარი კონსორციუმის წარმომადგენლები. აღნიშნული კონსორციუმი 2010 წლის დეკემბერში შეირჩა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Twinning-ის/დაძმობილების პროგრამის ფარგლებში. პროგრამა ითვალისწინების საქართველოში აღსრულების ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების, აღსრულებლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობას.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პროექტის ძირითადი კომპონენტებისა და სამუშაო გეგმის შემუშავება.