2010 წლის დეკემბრის თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში სააღსრულებო ბიუროების მიერ გადაირიცხული თანხის მაჩვენებელი რეკორდულად მაღალია. აღსრულების ეროვნული ბიუროს - ტერიტორიული ორგანოების მიერ დეკემბერში სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხამ 14 205 409.58 ლარი შეადგინა. სულ 2010 წლის 12 თვის მანძილზე, იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით სააღსრულებო ბიუროების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 83 264 955.88 ლარი, რაც გაცილებით მეტია ამავე პერიოდის 2008 და 2009 წლების მაჩვენებლებთან შედარებით.
2010 წლის დეკემბრის თვეში აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების სააღსრულებო ბიუროების მიერ აღსრულდა 4167 საქმე, ხოლო დამთავრდა 999 საქმე, ანუ სულ დასრულებულ საქმეთა რაოდენობამ შეადგინა 5166 სააღსრულებო წარმოება.
2010 წლის 12 თვის მანძილზე (იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით) აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების - სააღსრულებო ბიუროების მიერ აღსრულდა 47 899 სააღსრულებო წარმოება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წლის 12 თვის მანძილზე აღსრულებულ საქმეთა რაოდენობა მეტია 2008 და 2009 წლის ამავე პერიოდში აღსრულებულ საქმეებთან შედარებით.
რაც შეეხება დასრულებულ საქმეებს, რაც აერთიანებს აღსრულებულ და დამთავრებულ საქმეს, 2010 წლის 12 თვის მანძილზე ასეთი საქმეების რაოდენობამ შეადგინა 92 892 სააღსრულებო წარმოება.
ისევე, როგორც აღსრულებულ საქმეთა რაოდენობა, 2010 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, დასრულებული საქმეების რაოდენობა 2009 წელს ამავე პერიოდში დასრულებულ საქმეებზე თითქმის ორჯერ მეტია.