საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული ტერიტორიული სამსახურები ჩოხატაურში ერთ შენობაში განთავსდა. აღსრულების ეროვნული ბიუროს, სამოქალაქო და საჯარო რეესტრებისა და ეროვნული არქივის მომსახურებას მოქალაქეები „ერთი ფანჯრის" პრინციპით, ერთ მისამართზე - დუმბაძის №2-ში მიიღებენ.
ახალგარემონტებული, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ოფისის გახსნას იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სოსო წიქარიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ახალი ერთიანი ოფისის გახსნა ჩოხატაურის რაიონის მოსახლეობას იუსტიციის სამინისტროსადმი დაქვედებარებულ უწყებებთან ურთიერთობას გაუადვილდებს. მოქალაქეებს ერთსა და იმავე შენობაში დაბადების, ქორწინების, პირადობის მოწმობებისა და პასპორტის მიღების, უძრავი ქონების დარეგისტრირების, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსასრულებლად წარდგენის და ა.შ. შესაძლებლობა მიეცემათ.