2010 წლის ნოემბრის თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში სააღსრულებო ბიუროების მიერ გადარიცხული თანხის მაჩვენებელი კვლავ მაღალია. აღსრულების ეროვნული ბიუროს - ტერიტორიული ორგანოების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხამ 8 295 963.68 ლარი შეადგინა, სულ 2010 წლის თერთმეტი თვის მანძილზე, იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით სააღსრულებო ბიუროების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 69 059 546.30 ლარი, რაც გაცილებით მეტია ამავე პერიოდის 2008 და 2009 წლების მაჩვენებლებთან შედარებით.
2010 წლის ნოემბრის თვეში აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების სააღსრულებო ბიუროების მიერ აღსრულდა 3 895 საქმე, ხოლო დამთავრდა 14 312 საქმე, ანუ სულ დასრულებულ საქმეთა რაოდენობამ შეადგინა 18 207 სააღსრულებო წარმოება.
2010 წლის თერთმეტი თვის მანძილზე (იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით) აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების - სააღსრულებო ბიუროების მიერ აღსრულდა 43 722 სააღსრულებო წარმოება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2010 წლის 11 თვის მანძილზე აღსრულებულ საქმეთა რაოდენობა მეტია 2008 და 2009 წლის ამავე პერიოდში აღსრულებულ საქმეებთან შედარებით.
რაც შეეხება დასრულებულ საქმეებს, რაც აერთიანებს აღსრულებულ და დამთავრებულ საქმეს, 2010 წლის 11 თვის მანძილზე ასეთი საქმეების რაოდენობამ შეადგინა 87 726 სააღსრულებო წარმოება.
ისევე, როგორც აღსრულებულ საქმეთა რაოდენობა, 2010 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, დასრულებული საქმეების რაოდენობა 2009 წელს ამავე პერიოდში დასრულებულ საქმეებზე თითქმის ორჯერ მეტია.