აღსრულების ეროვნულ ბიუროს დღეს საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში სტუმრად მყოფი უცხოელი ნოტარიუსები ეწვივნენ. უკრაინიდან, მოლდოვადან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული ნოტარიუსების ვიზიტის მიზანს ქართული ნოტარიატის მოღწევების, სანოტარო საქმიანობისა და კანონმდებლობაში დანერგილ სიახლეების გაცნობა წარმოადგენს.
უცხოელი დელეგატები, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, ჯაბა ებანოიძესა და აღსრულების ეროვნული ბიუროს, სამოქალაქო რეესტრისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. შეხვედრისას სტუმრები უწყებაში დანერგილ ახალ სერვისებსა და ელექტრონულ სიახლეებს გაეცნენ.
ვიზიტის ფარგლებში უცხოელი ნოტარიუსები მონაწილეობას ბათუმში დაგეგმილ კონფერენციაში მიიღებენ, სადაც ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და მათი ქვეყნის ნოტარიატის საქმიანობაზე ისაუბრებენ. გარდა ამისა, გაიმართება კულტურული ღონისძიებებიც, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ნოტარიუსთა პალატა უცხოელ კოლეგებს თბილისის, მცხეთისა და ბათუმის ისტორიულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გააცნობს.