ა.წ 26-28 ნოემბერს, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების-GTZ ფინანსური მხარდაჭერით, იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის მიერ ყვარლის ტბაზე ჩატარდა ტრეინერთა ტრეინინგი (TOT) აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისათვის.
ტრეინინგში მონაწილეობა მიიღეს როგორც აღმასრულებლებმა, ასევე ჯგუფის უფროსებმა და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებმა.
ტრეინინგის მონაწილეებმა შეისწავლეს ტრეინინგების ჩატარების ხელოვნება და ე.წ ტექნიკა. განხორციელდა მათი პრეზენტაციების ვიდეო განხილვები.
მონაწილეების მიერ ღონისძიებაზე მიღებული ცოდნა უფრო ეფექტურს გახდის მათ მიერ მომავალში ჩატარებულ სემინარებსა თუ ტრეინინგებს.
ტრეინინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.