აღსრულების ეროვნულმა ბიურომ იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრთან ერთად სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დაიწყო. ბიუროში სტაჟირების გავლის სურვილი, დაახლოებით, 2000-მდე კანდიდატმა გამოთქვა, რომელთაგან ამ ეტაპზე 1100 მსურველის განაცხადი შეირჩა.
შერჩეული კანდიდატები 20 ოქრომბრიდან, ეტაპობრივად, რამდენიმე დღის განმავლობაში, საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობაში, ზოგად უნარ-ჩვევებში ტესტირებულ გამოცდას ჩააბარებენ.
სტაჟირების მსურველთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი გასაუბრების სახით ჩატარდება. გასაუბრებაზე დაკავშირება მხოლოდ იმ კანდიდატებთან მოხდება, რომლებიც ზოგად უნარ-ჩვევებში დაწესებულ მინიმალური ზღვარს, გადალახავენ. გასაუბრება პროფესიული სახის იქნება, რომლის შედეგადაც 122 სტაჟიორი შეირჩევა. შერჩეული კანდიდატები აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მის ტერიტორიულ ბიუროებში 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.