აღსრულების ეროვნული ბიურო 2019 წლის 6 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს.2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 6 834 ერთეული შემთხვევა შეადგინა;საანგარიშო პერიოდში უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მორიგებით დასრულდა 248 შემთხვევა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა;
აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2019 წლის 6 თვის ანგარიშს აქვეყნებს.2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შემოვიდა 19 173 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ;6 თვის განმავლობაში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა დაასრულა 18 926 საქმე;აღნიშნულ პერიოდში დასრულებული საქმეებიდან, ნებაყოფლობით გადახდის 10 დღის ვადაში, გადახდა განხორციელდა 90 საქმეზე, ხოლო დამტკიცდა მორიგება - 1 726 შემთხვევაში.
აღსრულების ეროვნული ბიუროს დელეგაცია ევროპულ სააღსრულებო სისტემებსა და აღმასრულებელთა საქმიანობის სპეციფიკას გაეცნო. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებთან და კერძო აღმასრულებლებთან ერთად სასწავლო ვიზიტით ჰოლანდიასა და პორტუგალიაში იმყოფებოდნენ.
ფინანსური ვალდებულებების, მოსალოდნელი რისკებისა და სააღსრულებო პროცედურების შესახებ ლექცია-სემინარი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კანტის აკადემიის მოსწავლეებისთვის გამართა. პრევენციული კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში, სასესხო პრობლემების ირგვლივ საუბარი დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან შედგა.
აღმასრულებლებს საერთაშორისო პროფესიული დღე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ და მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს. აღმასრულებელთა დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც ბიუროს თავმჯდომარესა და მოწვეულ სტუმრებს ტერიტორიულმა სააღსრულებო ბიუროებმა და მხარდამჭერმა სამსახურებმა გაწეული საქმიანობის ანგარიში გააცნეს.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აღსრულების სამართლის ტრენინგი გაიარეს. მომავალმა იურისტებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ. სემინარების ფარგლებში ისინი გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; აღსრულების ორგანოების სტრუქტურას; სამართლებრივ სტატუსებსა და კომპეტენციას;
აღსრულების პოლიციას პროფესიული დღესასწაული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ და მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს. პოლიციის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა, სადაც ბიუროს თავმჯდომარესა და მოწვეულ სტუმრებს აღსრულების პოლიციისა და მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა გაწეული საქმიანობის ანგარიში გააცნეს. ბოლო წლების განმავლობაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, აღსრულების პოლიცია საქმეების ნებაყოფლობითა და მორიგებით დასრულებაზეა ორიენტირებული. შედეგად, რეკორდულად გაიზარდა საქმეების მხარეთა შეთანხმებით დასრულების მაჩვენებელი.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის სერვისის შესახებ ანგარიში აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოისმინეს. ბიუროს წარმომადგენლებმა სერვისის ფუნქციონირებისა და განვითარების სპეციფიკაზე ისაუბრეს. აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) მუდმივმოქმედი საბჭოს ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია გერმანიაში, ქალაქ ბერლინში ჩატარდა. კავშირის პრეზიდენტმა, მარკ შმიტსმა ასოციაციის (UIHJ) წევრ ქვეყნებს წლის ანგარიში გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია საქართველოს სააღსრულებო სისტემის სპეციფიკასა და აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებს გაეცნო. დელეგაციამ აღსრულების ეროვნულ ბიურო დაათვალიერა. შეხვედრაზე სტუმრებს ქართული სააღსრულებო სისტემის რეფორმებზე პრეზენტაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, თავმჯდომარის მოადგილემ და სამსახურის უფროსებმა წარუდგინეს.
აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2019 წლის 3 თვის ანგარიშს აქვეყნებს.2019 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შემოვიდა 7574 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ;3 თვის განმავლობაში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა დაასრულა 11 600 საქმე;