აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და სააღსრულებო პროცედურების შესახებ ერთკვირიანი ტრენინგი სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა გაიარეს. მომავალმა იურისტებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ. სემინარების ფარგლებში ისინი გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; გაიმართა დისკუსიები და განიხილეს რეალური შემთხვევები.
იუსტიციის მინისტრმა აღმასრულებლებისა და აღსრულების პოლიციელების დღეს წარმატებული პროფესიონალები დააჯილდოვა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიღწევებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში და მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისათვის. გასული ერთი წლის განმავლობაში მოქალაქეებისთვის სააღსრულებო მომსახურებები უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდა; დაინერგა ციფრული არქივი, რისთვისაც 350 ათასამდე საქმე გაციფრულდა; შეიქმნა გამარტივებული საქმისწარმოების პლატფორმა, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ სერვისზე მოთხოვნა/აპლიკაცია სახლიდან გაუსვლელად დაარეგისტრირონ, ხოლო საქმეს თვალყური ელექტრონულად მიადევნონ; ელექტრონული კომუნიკაციის სისტემა დაინერგა ყველა კომერციულ ბანკთან. მიმდინარეობს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემების დანერგვა მუნიციპალურ ორგანოებთან; მუშავდება „ელექტრონული თანაშემწის" პროგრამა, რომელიც საშუალებას იძლევა, რიგი სააღსრულებო მოქმედებებისა აღმასრულებლის ფიზიკური ჩარევის გარეშე განხორციელდეს; მიმდინარე წლის სექტემბერში კი, აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის ინიციატივით, საქართველო აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძემ პროფესიულ საქმიანობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის პოლიციელებს და აღმასრულებლებს მადლობის სიგელები გადასცეს, ხოლო 6 პოლიციელს ვადამდე წოდებები მიენიჭათ.
აღსრულების ეროვნული ბიურო ალიმენტის კატეგორიის საქმეებში ბავშვების კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის სოციალური კომპონენტის დანერგვასა და განვითარებას იწყებს. შემუშავდა სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი ალიმენტის კატეგორიის საქმეების აღსრულების პროცესში სოციალური მუშაკის ჩართულობა და განსახორციელებელი აქტივობები. სოციალური მუშაკები ალიმენტის კატეგორიის საქმეებზე განახორციელებენ:
აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა ბრიტანეთში გამართულ აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს სააღსრულებო სისტემაში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ციფრული სერვისების განვითარებაზე ისაუბრეს. სამუშაო შეხვედრა აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) ეგიდით ქალაქ გლაზგოში გაიმართა და ის შოტლანდიის აღსრულების სისტემის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სამართლის ზოგადი კურსი გაიარეს. ტრენინგები თსუ-ის თვითმმართველობისა და ბიუროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ზოგადი კურსი აღსრულების სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკლულტეტის 40-მდე სტუდენტმა გაიარა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს შორის ჭადრაკში ტურნირი გაიმართა. ჭადრაკის ფედერაციაში გამართულ ღონისძიებაში მთელი საქართველოს მასშტაბით ბიუროს 24 თანამშრომელი მონაწილეობდა. ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა და თასი მოიპოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის აღმასრულებელმა დავით შენგელიამ. მეორე და მესამე ადგილებზე ნიკოლოზ ეხვაია და ნუგზარ უბილავა გავიდნენ. გამარჯვებულებს თასი და მედლები საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძემ გადასცეს
აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2022 წლის 3 თვის ანგარიშს აქვეყნებს.2022 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შემოვიდა 6706 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ;
აღსრულების ეროვნული ბიურო 2022 წლის 3 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს.2022 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 2488 ერთეული შემთხვევა შეადგინა
აღსრულების ეროვნული ბიურო 2022 წლის 3 თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს. 2022 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებამ მოქალაქეებს 77 993 სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია. მათ შორის:
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამარტივებული საქმისწარმოების ელექტრონული პორტალი app.nbe.gov.ge შექმნა. პორტალზე მომხმარებლებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად მიადევნონ თვალყური მათი საქმის მიმდინარეობას, საქმისმწარმოებლის მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და წარმოების ეტაპებს.