აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების დღე ბიუროს თანამშრომლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ერეკლე ღვინიანიძემ მიულოცა.მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ წარმატებებს, რაც აღსრულების ეროვნულ ბიუროს, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში აქვს. მათ შორის, სააღსრულებო პროცესის და სერვისების გაციფრულების და დისტანციური ხელმისაწვდომობის კუთხით.
აზერბაიჯანისა და უზბეკეთის წარმომადგენლების განსაკუთრებული ინტერესი აღსრულების ეროვნული ბიუროს ელექტრონულმა სერვისებმა გამოიწვია. ბიუროს თავმჯდომარემ, მირიან ხარაბაძემ, სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია სააღსრულებო წარმოების ელექტრონული პროგრამის, აუქციონის, გამარტივებული საქმისწარმოების ციფრული პლატფორმისა და სხვა სერვისების შესახებ. საუბარი შეეხო მომხმარებლისთვის არასააღსრულებო სერვისების მიწოდების დისტანციურ ხელმისაწვდომობას და პროცესის გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს. ასევე, ეფექტური აღსრულებისთვის ბიუროს ფარგლებში განხორციელებულ სტრუქტურულ მოწყობასა და სამომავლო გეგმებს.
სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ გამოცდილებას აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები ბათუმის იუსტიციის სახლში გაეცნენ. უცხოელმა დელეგატებმა იუსტიციის სახლის კონცეფციისა და იმ 470 -მდე სერვისის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომლებიც იუსტიციის სახლის მომხმარებლისათვის მთელი საქართველოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი. სტუმრები ბათუმის იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურას და ელექტრონულ სერვისებს გაეცნენ.
35-მდე ქვეყნის 150 დელეგატი აღსრულების პროცესში ახალ ტექნოლოგიებსა და ციფრული მმართველობის დანერგვის საკითხებს განიხილავს. ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი მარკ შმიტსი, მმართველი საბჭოს წევრები და სხვადასხვა ქვეყნის დელეგატები ესწრებიან.იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს სააღსრულებო სისტემაში უკვე დანერგილი ელექტრონული სერვისები გააცნო და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციის გამართვამდე აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის მმართველი საბჭოს წევრებთან საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. გაიწერა პანელური შეხვედრების სამუშაო გრაფიკი და დღის წესრიგი. პანელური შეხვედრების ფარგლებში გაიმართება დისკუსიები ციფრული სერვისების დანერგვასა და განვითარების შესახებ; სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს პრაქტიკულ გამოცდილებებს გაუზიარებენ.
„ახალი ტექნოლოგიები და ციფრული მმართველობა აღსრულების პროცესში" - ამ თემაზე 30-მდე ქვეყნის 150 დელეგატი 3-დღიან კონფერენციაზე იმსჯელებს. საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ინიციატივითა და აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის მხარდაჭერით ბათუმში იმართება.
ლოტკინის დასახლებაში მიმდინარე გამოსახლებასთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემოსულია 2019 წელს. გამოსახლების პროცესი პანდემიის პერიოდში შეჩერებული იყო, თუმცა, ამ სამი წლის განმავლობაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს სოციალური მუშაკებისა და მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერების ჩართულობით, მიმდინარეობდა შეხვედრები და მოლაპარაკებები მხარეებთან მათი მორიგებისა და საქმის ნებაყოფლობით დასრულების მიზნით. იყო შეთავაზებები კრედიტორის მხრიდან; კერძოდ, ის თანახმა იყო, მოვალეს გამოესყიდა უძრავი ქონება, ასევე, კრედიტორი სთავაზობდა მოვალეს საცხოვრებელი ფართის მცირე ნაწილს საჩუქრად, თუკი ის დანარჩენ ფართს ნებაყოფლობით დაცლიდა. მაგრამ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2022 წლის 6 თვის ანგარიშს აქვეყნებს.2022 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შემოვიდა 15 084 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ;6 თვის განმავლობაში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა დაასრულა 10 689 საქმე;
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოქალაქეებს 150 ათასზე მეტი სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია2022 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებამ 161 019 სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს. მათ შორის:
2022 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 5 356 ერთეული შემთხვევა შეადგინა;საანგარიშო პერიოდში უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის საქმეებიდან მორიგებით დასრულდა 227 შემთხვევა და შესაბამისად, იძულებითი გამოსახლება არ განხორციელდა;