აღსრულების ეროვნული ბიურო 2022 წლის 3 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს.2022 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 2488 ერთეული შემთხვევა შეადგინა
აღსრულების ეროვნული ბიურო 2022 წლის 3 თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს. 2022 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებამ მოქალაქეებს 77 993 სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია. მათ შორის:
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამარტივებული საქმისწარმოების ელექტრონული პორტალი app.nbe.gov.ge შექმნა. პორტალზე მომხმარებლებს შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად მიადევნონ თვალყური მათი საქმის მიმდინარეობას, საქმისმწარმოებლის მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და წარმოების ეტაპებს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი თავმჯდომარე ერეკლე ღვინიანიძე ბიუროს თანამშრომლებს დაემშვიდობა. ის მუშაობას იუსტიციის მინისტრის მოადგილის რანგში გააგრძელებს. ერეკლე ღვინიანიძემ დღესვე თანამშრომლებს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, მირიან ხარაბაძე წარუდგინა.
ფინანსური ინსტიტუტების რეგიონული წარმომადგენლებისთვის აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიმდინარე რეფორმების გაცნობა დღეს აჭარასა და გურიაში გაგრძელდა. საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა სააღსრულებო პროგრამის, გამარტივებული საქმისწარმოების, არქივის და სხვა სახის სერვისების გაციფრულების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზანია, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მიმდინარე რეფორმებში კერძო სექტორის მაქსიმალური ჩართვა და მათი მოსაზრებების გათვალისწინება.საბანკო სექტორის აჭარისა და გურიის რეგიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ერეკლე ღვინიანიძემ ტერიტორიული ბიუროების თანამშრომლებთან ერთად ბათუმში გამართა.
ფინანსური ინსტიტუტების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული წარმომადგენლები აღსრულების ეროვნულ ბიუროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ. მათ სააღსრულებო პროგრამის, გამარტივებული საქმისწარმოების, არქივის და სხვა სახის სერვისების გაციფრულების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. პროცესის ეფექტურობისა და ნაკლები დანახარჯების მიღების მიზნით, საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს, ურთიერთობა მაქსიმალურად ელექტრონული სახით აეწყოს. მათ მიერ წარმოდგენილ ინიციატივებსა და წინადადებებს ბიურო განიხილავს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს. საბანკო სექტორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ წარმომადგენლებთან შეხვედრა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ერეკლე ღვინიანიძემ ზუგდიდში გამართა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზანია, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მიმდინარე რეფორმებში კერძო სექტორის მაქსიმალური ჩართვა და მათი მოსაზრებების გათვალისწინება.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დღეიდან ციფრული არქივი სრულად აამოქმედა. თანამედროვე ელექტრონული არქივის შექმნისთვის სააღსრულებო წარმოებისა და სხვა სახის 350 ათასამდე საქმის ინფორმაცია გაციფრულდა. ციფრული არქივის პროგრამა და გაციფრულების პროცესი იუსტიციის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ერეკლე ღვინიანიძემ გააცნო.
აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენცია 2022 წლის სექტემბერში საქართველოში, ბათუმში გაიმართება, ამის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ და აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) პრეზიდენტმა ისაუბრეს. სამუშაო შეხვედრაზე საქართველოში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის დეტალები განიხილეს. კონფერენცია აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) ეგიდით გაიმართება და მასში მონაწილეობას 50-მდე ქვეყნის 150 დელეგატი მიიღებს. კონფერენციის ძირითადი თემა ,,თანამედროვე ტექნოლოგიები და ციფრული მმართველობა სააღსრულებო პროცესში" იქნება.
დედოფლისწყაროს რაიონის სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდებს, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს წევრებსა და ბენეფიციარებს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წამომადგენლებს ფინანსური რისკებისა და ვალდებულების შეუსრულებელობის თანმდევი ნეგატიური შედეგების შესახებ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს უფროსი, ხათუნა გაზდელიანი ესაუბრა. დისკუსია შეეხო შემოსავლებისა და ფინანსური სიძნელეების სწორ მართვას, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციებსა და საქმიანობის სპეციფიკას.
აღსრულების ეროვნული ბიურო 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს.2021 წელს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმიანობის მაქსიმალური გაციფრულების სტრატეგია დაამტკიცა. ბიუროს მიზანია:• განახორციელოს ეფექტური აღსრულება მხარეთა ინტერესებისა და ბალანსის დაცვით;• სააღსრულებო წარმოება და ბიუროს სერვისები გახდეს ელექტრონულად ხელმისაწვდომი;ბიუროს საქმიანობის გაციფრულების ფარგლებში, 2021 წელს უკვე შექმნა: