1. როგორ განისაზღვრება კერძო აღმასრულებლისთვის გადასახდელი საზღაურის ოდენობა?
კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო საქმიანობისათვის, აგრეთვე ამ საქმიანობასთან დაკავშირებული იურიდიული კონსულტაციისა და ტექნიკური სამუშაოსათვის იღებს საზღაურს, რომლის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება დაინტერესებულ მხარესთან დადებული ხელშეკრულებით.
2. კერძო აღმასრულებლისთვის გადასახდელი საზღაურის რა მაქსიმალურ ოდენობას ითვალისწინებს კანონი?
კრედიტორის მიერ გადახდილი ან გადასახდელი საზღაურის გადახდა ეკისრება მოვალეს და იგი ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად. არ შეიძლება მოვალეს დაეკისროს საზღაურის გადახდა კანონით დადგენილი აღსრულების საფასურის ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით.
3. შესაძლებელია თუ არა კერძო აღმასრულებლის აცილება და როგორ?
კერძო აღმასრულებლის აცილების საკითხს მოვალის შესაბამისი, მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე წყვეტს ის სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობს აღსრულება.
4. შეზღუდული აქვს თუ არა კერძო აღმასრულებელს სამოქმედო ტერიტორია?
კერძო აღმასრულებელი არის ფიზიკური პირი, რომელიც საჯარო უფლებამოსილებას - სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
5. რა კატეგორის საქმეებს ვერ აღასრულებს კერძო აღმასრულებელი?
კერძო აღმასრულებლის კომპეტენციაშია არ შედის შემდეგი სახის გადაწყვეტილებების აღსრულება:
ა) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის სასჯელის სახით ჯარიმის ან/და ქონების ჩამორთმევის დაკისრების შესახებ;
ბ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო დადგენილება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში და ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შესახებ;
გ) სხვა სახელმწიფო სასამართლოს, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ის გადაწყვეტილებები რომელთა აღსრულებაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით;
დ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები
ე) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ" ევროპის კონვენციის თანახმად სავალდებულოა საქართველოსათვის;
ვ) სასამართლოს გადაწყვეტილება უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ;
ზ) სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ;
თ) საქართველოს საერთო სასამართლოს თავმჯდომარის ან სხდომის თავმჯდომარის (მოსამართლის) განკარგულება სასამართლოში წესრიგის დამრღვევი პირის დაჯარიმებისა და დაპატიმრების შესახებ.
ი) უძრავი ქონების შემძენის განცხადება სხვისი მფლობელობიდან და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ;
კ) გდახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ან/და გაკოტრების მმართველის ფუნქციას (ძალაში შედის 2011 წლის 1 აგვისტოდან).
6. აქვს თუ არა კერძო აღმასრულებელს აუქციონის ჩატარების უფლება?
მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, სააღსრულებო ბიუროს წარუდგენს სააღსრულებო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) თავის მიერ დამოწმებულ ასლებს და სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე შეაქვს ამ მომსახურებისათვის დადგენილი საფასური.
სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებებით წარდგენის შემთხვევაში, სააღსრულებო წარმოების მასალები დამოწმებას არ საჭიროებს.
7. კერძო აღმასრულებლისთვის სააუქციონო მომსახურების გაწევისას, ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ვინ ხსნის კერძო აღმასრულებლის მიერ დადებულ ყადაღას?
კერძო აღმასრულებლის მიერ დადებულ ყადაღას ხსნის კერძო აღმასრულებელი.
8. შესაძლებელია თუ არა კერძო აღმასრულებელთან სააღსრულებო საქმის წარმოების ნებისმიერ დროს შეწყვეტა და იმავე სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემოტანა?
კერძო აღმასრულებელთან სააღსრულებო საქმის წარმოების ნებისმიერ დროს შეწყვეტა და იმავე სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემოტანა შესაძლებელია.