1. რომელ საათებში არის შესაძლებელი აღმასრულებლებთან შეხვედრა?
აღმასრულებლებთან მიღების საათებია სამუშაო დღეებში 10:00-დან 13:00 სთ-მდე.
2. რა ფუნქცია აკისრია აღსრულების ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ცენტრს?
აღსრულების ეროვნული ბიუროს საინფორმაციო სამსახური უზრუნველყოფს მოქალაქეებისათვის სრულყოფილი იურიდიული და სააღსრულებო ბიუროების საქმიანობასთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევას. აგრეთვე იღებს მოქალაქეების საჩივრებს აღმასრულებლების ქმედებებთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მოქალაქეთა დაკავშირებას სპეციალურ სამსახურთან.
3. რა ფუნქცია აკისრია მოქალაქეთა მისაღების კონსულტანტებს?
მოქალაქეთა მისაღების კონსულტანტები უზრუნველყოფენ ბიუროში მოსული მომხმარებლებისთვის ადგილზე სრულფასოვანი იურიდიული კონსულტაციის გაწევას.
4. ფუნქციონირებს თუ არა აღსრულების ეროვნულ ბიუროში ცხელი ხაზი?
აღსრულების ეროვნულ ბიუროში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომელიც ემსახურება აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მის ყველა ტერიტორიულ ორგანოს. თქვენი უფლებებს დარღვევის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე (+ 995 32) 2 749 649, სამუშაო დღეებში 10:00-დან 21:00 სთ-მდე.
5. სად ვნახო ჩანიშნული აუქციონების შესახებ ინფორმაცია და დაინტერესების შემთხვევაში სხვა დამატებითი ინფორმაცია როგორ მივიღო?
აუქციონების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე www.eauction.ge. სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით აღსრულების ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ცენტრს, სამუშაო დღეებში 10:00-დან 21:00 სთ-მდე. ტელ: 2 749 649.