აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, იუსტიციის სასწავლო ცენტრის დახმარებით ამავე ბიუროს დაყადაღებული ქონების შეფასების სამსახურში სტაჟირების მსურველთა შერჩევის პირველ ეტაპი-ზოგად უნარებში ტესტირება ჩაატარა. ორი დღის განმავლობაში, საერთო ჯამში ზოგად უნარებში ტესტირება 117 აპლიკანტმა გაიარა.
იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს მასშტაბით, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს. პირველი შეხვედრა 18 ნოემბერს, კახეთში, თელავის ცეტრში, ერეკლეს მოედანზე გაიმართა. აქციაში მონაწილეობა იუსტიციის სამინისტროში შემავალმა ყველა სამსახურმა - აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა საგენტომ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ, ნოტარიუსთა პალატამ, ეროვნულმა არქივმა და იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მიიღო.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ იუსტიციის სასწავლო ცენტრის დახმარებით 2010 წლის 15 ნოემბერს სტაჟიორებისთვის ტრენინგების ჩატარება დაიწყო. ტრეინინგი უტარდებათ იმ გამარჯვებულ კანდიდატებს, რომლებმაც შერჩევის ორი ეტაპი გაიარეს.
მიმდინარე წლის 10 ნოემბრიდან სააღსრულებო ბიუროებმა მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობასთან დაკავშირებით მიღებულ სააღსრულებო ფურცლებზე სააღსრულებო წარმოება შეწყვიტეს. ამნისტია მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეეხო, რომლებიც აღნიშნული სამართალდარღვევისთვის 2010 წლის 1 აგვისტომდე დაჯარიმდნენ
2010 წლის ოქტომბრის თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში სააღსრულებო ბიუროების მიერ გადარიცხული თანხის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია. აღსრულების ეროვნული ბიუროს - ტერიტორიული ორგანოების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხამ 8 203 116.95 ლარი შეადგინა.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრთან ერთად სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დაიწყო. ბიუროში სტაჟირების გავლის სურვილი, დაახლოებით, 2000-მდე კანდიდატმა გამოთქვა
11 ოქტომბერს, იუსტიციის დღესთან დაკავშირებით, სააღსრულებო ბიუროს მთავარ შენობაში აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღსრულების ეროვნული ბიურო 2 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 1 ოქტომბერს სააღსრულებო ბიუროს მთავარ შენობაში აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი ლოგოსა და ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართა.