აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, აღსრულების ეროვნულ ბიუროს ბაზაზე თსუ-ს მაგისტრანტებისთვის იურიდიული კლინიკა ამოქმედდა. კლინიკის ფარგლებში, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები აღსრულების ეროვნულ ბიუროში ერთი სასწავლო სემესტრის განმავლობაში პრაქტიკულ კურსს გაივლიან.
2011 წლის თებერვლიდან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აუქციონების შედეგად რეალიზებული როგორც მოძრავი, ისე უძრავი ქონების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. რეალიზბული ქონების ზრდა აუქციონების ჩატარების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლამ განაპირობა. ელექტრონული აუქციონის შედეგად, პირველ ელექტრონულ აუქციონზე - 23, ხოლო განმეორებითი ელექტრონული აუქციონის შედეგად 3 უძრავი ქონება გაიყიდა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლები სამსახურებრივ მოვალეობას ახალი მანქანებით შეასრულებენ. „Škoda"-ს ფირმის ავტომანქანები, Škoda Fabia, Škoda Octavia და Škoda Roomster-ი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ტენდერის შედეგად შეიძინა. სულ შეძენილია 35 ავტომანქანა.
აღსრულების ეროვნულ ბიუროს ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს ნიკა მელიას და ბიუროს სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ
აღსრულების ეროვნულ ბიუროში ერთკვირიანი სამუშაო ვიზიტით მყოფი შვედი ექსპერტები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეწვივნენ. შეხვედრას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე - ნიკა მელია, საჯარო რეესტრის თავმჯდომარე - სოსო წიქარიშვილი, შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს დირექტორი აღსრულების საკითხებში - სვენ კილგრენი, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს, საჯარო რეესტრისა და შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და შვედი ექსპერტები დაესწრნენ.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი"-ს მიერ საქართველოს საჯარო დაწესებულებების ელექტრონული გამჭვირვალეობის შესახებ ჩატარებულ კვლევებში პირველი ადგილი დაიკავა. კვლევები 2010 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით წარმოებდა და მის ფარგლებში 48 საჯარო უწყების ვებ-გვერდი იქნა შესწავლილი.
აღსრულების ეროვნულ ბიუროს, შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს ექსპერტები სტუმრობენ. ვიზიტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პარტნიორობის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი 2010 წლიდან დაიწყო და 2013 წელს დასრულდება. მისი ბიუჯეტი 5 000 000 $-ია.
აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქეებს ელექტრონულ სერვისებთან დაკავშირებით კონსულტაციებს უწევს. ბიუროს მთავარ ოფისში მოსულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღებითვის აუცილებელ პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე, მოვალეთა რეესტრისა და სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული რეესტრის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს.