აღსრულების პოლიციას პროფესიული დღესასწაული აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ და მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს. პოლიციის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა, სადაც ბიუროს თავმჯდომარესა და მოწვეულ სტუმრებს აღსრულების პოლიციისა და მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა გაწეული საქმიანობის ანგარიში გააცნეს. ბოლო წლების განმავლობაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, აღსრულების პოლიცია საქმეების ნებაყოფლობითა და მორიგებით დასრულებაზეა ორიენტირებული. შედეგად, რეკორდულად გაიზარდა საქმეების მხარეთა შეთანხმებით დასრულების მაჩვენებელი.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის სერვისის შესახებ ანგარიში აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოისმინეს. ბიუროს წარმომადგენლებმა სერვისის ფუნქციონირებისა და განვითარების სპეციფიკაზე ისაუბრეს. აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) მუდმივმოქმედი საბჭოს ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია გერმანიაში, ქალაქ ბერლინში ჩატარდა. კავშირის პრეზიდენტმა, მარკ შმიტსმა ასოციაციის (UIHJ) წევრ ქვეყნებს წლის ანგარიში გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია საქართველოს სააღსრულებო სისტემის სპეციფიკასა და აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებს გაეცნო. დელეგაციამ აღსრულების ეროვნულ ბიურო დაათვალიერა. შეხვედრაზე სტუმრებს ქართული სააღსრულებო სისტემის რეფორმებზე პრეზენტაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, თავმჯდომარის მოადგილემ და სამსახურის უფროსებმა წარუდგინეს.
აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2019 წლის 3 თვის ანგარიშს აქვეყნებს.2019 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შემოვიდა 7574 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ;3 თვის განმავლობაში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურმა დაასრულა 11 600 საქმე;
აღსრულების ეროვნული ბიურო 2019 წლის 3 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს.2019 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 2 408 ერთეული შემთხვევა შეადგინა;
აღსრულების ეროვნული ბიურო 2019 წლის 3 თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს. 2019 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და ბრენდის განვითარების სამსახურის მომხმარებელთან ურთიერთობის განყოფილებამ 79 406 სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს. მათ შორის:
აღსრულების ეროვნულ ბიუროში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სამართლის ზოგადი კურსი გაიარეს. ტრენინგები თსუ-ის თვითმმართველობისა და ბიუროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ზოგადი კურსი აღსრულების სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკლულტეტის 50-მდე სტუდენტმა გაიარა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, უახლოეს პერიოდში პარლამენტში გადახდისუუნარობისა და აღსრულების ახალი კოდექსების პროექტების წარდგენა მოხდება. თეა წულუკიანის შეფასებით, ეს იქნება ძირეული და მასშტაბური რეფორმა, რომელიც ბევრ სიახლეს შესთავაზებს საზოგადოებას და განსაკუთრებით ბიზნეს საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს. ,,ძირეული, მასშტაბური რეფორმის პროექტი პრაქტიკულად მომდევნო კვირებში თქვენს წინაშე იქნება წარმოდგენილი.