აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები სასწავლო ვიზიტით მიემგზავრებიან სტოკჰოლმში, შვედეთის სამეფოში (6.02-10.02). ვიზიტის ფარგლებში იგეგმება სამუშაო სემინარები სტრატეგიულ მართვაში, მენეჯმენტის პრინციპებსა და მეთოდოლოგიაში.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა პარიზში, საფრანგეთის ეროვნული პროცედურების სკოლაში, ეფექტური სასწავლო მოდულების შექმნისა და პრაქტიკული აპლიკაციის შესახებ ტრენინგი გაიარეს. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა ფრანგული და ქართული სააღსრულებო სისტემების ნაკლოვანებებისა და უპირატესობების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა.
2011 წლის 18 დეკემბერს, შარდენზე იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა. მზრუნველობამოკლებული ბავშვების მხარდასაჭერად პროკურატურის, საჯარო და სამოქალაქო რეესტრების, აღსრულების ეროვნული ბიუროს, ნოტარიუსთა პალატის, ეროვნული არქივის, იუსტიციის სასწავლო ცენტრის, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, საკანონმდებლო მაცნეს თანამშრომლები გაერთიანდნენ.
იუსტიციის სასწავლო ცენტრში აღსრულების ეროვნული ბიუროს სტაჟიორები საბაზისო მომზადების კურსს გადიან. 900-მდე მსურველი კანდიდატიდან ღია კონკურსის წესით შერჩეული 75 სტაჟიორი ორკვირიან ტრეინინგებს დეკემბრის ბოლოს დაასრულებს. სწავლების მიზანია სტაჟიორთა კვალიფიკაციის ამაღლება.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის - BESTT-ის ფარგლებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისა და ევროპელი ექსპერტების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილებოდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს საკომუნიკაციო სტრატეგია, ამ კუთხით განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები.
7 დეკემბრს კაჭრეთში, სასტუმრო "ამბასადორში" აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი პირები იუსტიციის მინისტრს - ზურაბ ადეიშვილს და მინისტრის მოადგილეს - გიორგი ვაშაძეს შეხვდნენ. მინისტრმა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2011 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინა და უწყების სამომავლო გეგმებს გაეცნო.
6 დეკემბერს, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს აღსრულების ბიუროში მიმდინარე წლის მანძილზე SIDA-ს პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს მიეძღვნა. ღონისძიება შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს ურთიერთთანამშრომლობის პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
2011 წლის 5 დეკემბერს კაჭრეთში, სასტუმრო "ამბასადორში", პროგრამის "დაძმობილების პროექტი სააღსრულებო სისტემის გაუმჯობესებისთვის" (BESTT) ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართა. პლენარულ შეხვედრას ესწრებოდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე - ნიკა მელია, აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პირველი ვიცე-პრეზიდენტი - ბერნარ მენიუ...