ა) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას - სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%-ს, მაგრამ არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ლარისა;
ბ) გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას - სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%-ს, მაგრამ არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ლარისა;
გ) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში - 5 000 (ხუთი ათასი) ლარი;
დ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით სააუქციონო მომსახურების გაწევისას - სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 1%-ს, მაგრამ არანაკლებ 200 (ორასი) ლარისა;