საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა "-„დ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ გადაწყვეტილებებზე (1.ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; 2.დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; 3.მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; 4.უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ), აგრეთვე სისხლისსამართლებრივი (გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) და ადმინისტრაციულ_სამართლებრივი წესებით დაკისრებული ჯარიმების, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის და გადაწყვეტილების მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ აღსრულების საფასური წინასწარ არ გადაიხდევინება.