ზოგადად, როცა კრედიტორის მოთხოვნა იზრდება ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა წყდება. განსხვავებული სიტუაცია გვაქვს საგადასახადო ინსპექციის მოთხოვნის შემთხვევაში, კერძოდ კი, _ საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის განსაზღვრა ხდება იძულებითი აუქციონის დასრულების დღისათვის (და არა სააღსრულებო წარმოების დაწყების დღისთვის) საგადასახადო ორგანოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების (გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების) მიხედვით.
სხვა მოგირავნემ/მოგირავნეებმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აღსრულების ეროვნულ ბიუროში უნდა წარადგინოს/წარადგინონ თავისი/თავიანთი ფულადი სახით გამოხატული მოთხოვნები.